კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:40

 

 

 

აღარავითარი - პიროვნული!

აღარავითარი - პირადული!

მურმანო, საკუთრივ შენთვის

თითის განძრევა დამზარდება!

ფიქრები, ფიქრები, სახალხო,

ერთი წერტილისკენ მიმართული!

უჯრების მილაგ-მოლაგება

და მერე წასასვლელად გამზადება!

დრო იყო - აგვისტოც მარტობდა,

დრო იყო - ან ღვინო მათრობდა,

დრო იყო - ან ქალი მიყვარდა -

კაცი და კაცობა - ესენია!..

სურვილის ქვეყნებში სიგრილეა,

სურვილის ქვეყნებში გათოვდა,

ეს, ალბათ, სიბერით სიკვდილია -

კიდევაც, კიდევაც მეშინია!

ვერ გეტყვი - ტანზე რა ჩვარია!

არ მახსოვს - ფეხზე რა მაცვია!

ჩემი სამშობლო ლამანჩაა,

უთუოდ - მე ვარ ლამანჩელი!

მახსოვს: ლამანჩა - ლამანჩშია!

მასხოვს: - ლამანჩა - ლამაზია!

ლამანჩამ - ლამანჩელად ამარჩია

და სხვა - არაფერი დანარჩენი!

აღარავითარი - პიროვნული!

აღარავითარი - პირადული!

მურმანო, საკუთრივ შენთვის

თითის განძრევა დამზარდება!

ოცნება, ოცნება მკივანი,

ერთი წერტილისკენ მიმართული!

უჯრების მილაგ-მოლაგება

და მერე წასასვლელად გამზადება!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ