კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:35

 

 

 

თვეები დის და დღეები მიხტის -

უახლოვდება პოეტი სიკვდილს.

ეგ - არაფერი! ვინ არის იგი, -

ვისთვის შეცვლილა ბუნების რიგი?!

ერთხანს ვუსინჯე კიდევაც კბილი

სიკვდილს - ვერ იყო ძილივით ტკბილი...

კი, ორჯერ-სამჯერ კინაღამ მოვკვდი,

მაგრამ რაკიღა კვლავ ხიდზე მოვხვდი,

ვუახლოვდები რაკიღა სამოცს

(სხვა საპატიო მიზეზთა გამოც!),

მე გადავწყვიტე სიკვდილი გვიან!

კი, იმნაირი ქარები ქრიან,

მე უნდა ვნახო მზე, მთვარის სასძლო -

ამ საუკუნის ბოლომდე გავძლო!

ამ საუკუნის თოვლები ვალხო -

იმ საუკუნის გორები ვნახო.

მე უნდა ვნახო: კეთილს და ბოროტს

ვის რა მიეზღვის ბოლოს და ბოლოს...

ვნახო სინათლე მშობელი ხალხის,

ოცდამეერთის დავესწრო დილას -

ათასწლეულის დაწყებას ახლის -

და მერე მოვკვდე მშვიდად და ტკბილად!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ