კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 17:02

 

 

ლადო ასათიანს

„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,

და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.

ლადო ასათიანი

 

სადმე, ახლოს, მზე კვლავ გაშლის აკაციებს

და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,

მოვლენ შენთან ... ნანას გეტყვის ნაკადული

სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს...

მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას

ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,

ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...

არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...

სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,

ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...

ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა...

შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.

შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,

აღდგებიან წლები შენი ჭაბუკობის:

ისევ გინდა, თქვა სიმღერა ჩაუქრობი,

ჩვენს შორის რომ სასოებით იხსენება...

შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,

მშვიდობაზე შენი ლექსი იწერება...

გაზაფხული... ნახე, რარიგ წარმტაცია,

როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...

სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,

ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ანა კალანდაძე  • • •   ანა კალანდაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ