ამ ძველ ტაძარში ბეღურები ისადგურებენ და თითქმის მუდამ ესწრებიან წმინდა სერობას... და როს მხრჩოლავი საცეცხლური მოაქვს ქერუბიმს, თვალებს ხუჭავენ შიშისაგან მათდა უნებურ. როს ვერცხლის სავსე პარკით ხელში ჯდება იუდა წმინდა სუფრაზე - მონა ყოველთა ამქვეყნიურთა, ისინი წყვეტენ ძველ კედლებში ხმაურს და ჟივჟივს და... რაღაც დიდის მოლოდინში კვდებიან შიშით. ამ ძველ კედლებში ბეღურები ისადგურებენ და თითქმის მუდამ ესწრებიან წმინდა სერობას. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |