მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო! თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო, თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა, ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა! რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა? მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე? ხალხ ცოტა იყო, - წელს არ მოვიდა მეძღვნე... ჩემს სალოცავებს... სანთელ მე უნდა ვუნთო, მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს, მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი... მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!.. რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა... მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს, წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა! იმისი მუხლი მოსდევს არაგვისწყალას... ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს: ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო! ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სად არ ჩავრჩი...)... ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი, როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალში! ნილსები დიან... ქვექვური ჯვარის ძალო! არ-კი გეწყინოს, - ლუდ მაუბნებდის ასე, ჩემ ათი შვილის გახარებამა, ქალო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |