მე მომეჩვენა, ჩემო მჟაველავ, შენ თითქოს შეკრთი... შიშით შეირხა შენი ყვავილი ისეთი თეთრი, როგორც თოვლია დათვისისა და მოწმაოს მთებზე... აქ ვინ გაივლის? არავინ... მხოლოდ ტყის ბილიკებზე ფშები გადმოვლენ, შეშას წაიღებს ქერა ფშაველი... მე მომეჩვენა, შენ თითქოს შეკრთი, ჩემო მჟაველავ... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |