კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:09

 

 

 

"ასეთი გვალვები არ ახსოვს რაჭასო!" -

გლეხს წამოეწია სხვა გლეხი ჯორცხენით:

"ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანსო!" -

მიუგო ჯოროსანს ქვეითმა მოწყენით.

იყო საუბარი როგორც სამძიმარი,

აგვისტო ვენახს და იონჯას ხარშავდა,

არათუ საწვიმარი, არათუ საწვიმარი

ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანდა.

მაგრამ მე, საკუთარ ფიქრებში გადასროლილს,

გვალვა და აგვისტო არ  მქონდა საწუხარი,

მქონდა სიხარული (მოგებაც სხვათაშორის!)

გლეხისგან სტრიქონი მქონდა ნაჩუქარი.

ვთქვი: ლებანიძეა ეს გლეხი-ბესია!

ვთქვი: ამ დალოცვილ და კურთხეულ მთა-ველად

რამდენი ჰომერია, რამდენი ბერნსია

და კიდევ - რამდენი ვაჟაა ფშაველა.!

ვთქვი: რაჭას კი არა, წელს ქართლშიც ხვატია

და მაინც ხომ ვცხოვრობთ მტრის თვალის დაყენებით.

ღვთის ხელი ურევია ჩვენს ნიჭში, ცხადია -

გლეხკაცი აზროვნებს პოეტის სახეებით!

იყო პოეზიის მინდვრები გასათიბი,

ცა იყო კრიალა, მზე მინდვრებს ფარჩავდა...

ჩიბუხში ჩასადები, ჩიბუხში ჩასადები,

ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანდა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ