მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა... უშენოდ ვეღარ გავძელი, ჩემი ბალღობის გზავ. მძებნელი მზის და გზის. სად არის ახლა ის ქალი?! ალბათ, აკვანთან ზის. იქნებ სამგორშიც ქრის, იქნება ისევ ბავშვია, თვალებიც შერჩა შვლის. კვლავ სტუდენტობის გზა - მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |