კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:41

 

 

 

წერონ! იჩქარონ!

ნაყონ წყალი! ანთხიონ ღელედ! -

ნუ აჩქარდები,

იცხოვრე და ცხოვრება წერე!

გიყვარდა ქალი?!

იმედებმა დაგტოვეს მშრალზე?!

წერე ღალატზე,

სიძულვილზე, საყვარელ ქალზე!

ბროლის კოშკებზე,

მოგონილზე იბღავლონ ხოროდ,

შენ რაც გეწყინოს, რაც გეტკინოს,

ის წერე მხოლოდ!

ბრბოს ნუ აჰყვები,

კუდში ნუ სდევ დიდებას დიადს

მაგ ბოზანდარას, "პროსტიტუტკას",

მაგ სიძვის დიაცს!

ათასწლებს იქით

შეფარული ტაძრისას გრილოს,

წვრილი სარკმლიდან

კაცი ვინმე გაცქერდა ნილოსს.

და ჩვენთვის წერდა,

ჩვენ გვმოძღვრავდა ბრძნული არაკით:

"გულს, გულს მიჰყეო -

ჰქმენ საქმენი გულის კარნახით!"

წერონ! იჩქარონ! -

წიწილებსაც დასთვლიან მერე! -

შენ არ აჩქარდე,

იცხოვრე და ცხოვრება წერე!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ