კარებთან გიდგას ავი ზამთარი და აქრობს ისევ მიბჟუტულ იმედს, მოკვეცილი გაქვს ღერ-ღერ ფაფარი, ყბებზე ლაგამი გაწვება მძიმედ. სტავრა-ატლასი რჩეულთ ესხვისა... დიდი ხანია წახვეტა ქარმა ოქროს თმები და ფრთები ვერცხლისა. ხნულში რომ მწვანედ ბოლავს მარცვალი, ვითომ არც თვალებს გიწვავდეს სუსხი, ვითომ არც კარზე გედგას ზამთარი. და უცხო სურნელს ველური შროშნის, ვითომ დედოფლის სამოსი გმოსავს, ვითომ დედოფლის გაცვია ქოში. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |