რით, რით თენდება ბნელი, რა ჯადოა, რომ ბნელში ცის კიბეებით მსვლელი უცბად ბრწყინდება ლექსი?! სიტყვის სიტყვასთან მიდგმით! არცა მუსიკით ახლით, მძაფრი რიტმით და რითმით! არა! არც ოდენ ბრძნობით! ლექსი შენდება არცრით, უპირველესად - გრძნობით! ან - სიხარულის ელდით, ან - სიყვარულით მძაფრით, ან - სინანულის ღვენთით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |