ანაზდად ღრუბლიდან მოისმა ძახილი: - "სამოცდამეცხრამეტე წელიწადს შეები, რას იქმს, მამაჩემო, ლექსი და სახელი, რაფრად დიან მოწამლული შენი დღეები?!" არ გავლოთებულვარ, ვერც ვიტყვი უსმელობას... თავი ვერ მოვიკალი! ვთამაშობ პოკერს, ვიგონებ საქმეებს და ვეჩვევი უშენობას..." - "მწვავდა მანდ, მამაჩემო, სიმღერა ცხრაპირული, მწვავდა მანდ ათასობით ვნება და სახმილი, აქ მარადისობაა - წყნარი და სტაბილური!" არ მითხრა, არ მკადრო, პოეტი არა ხარო! შენ სხვისი ლექსების გჩვევია სწორება, - გახსოვდეს, ჩემს ლექსებს თითი არ დააკარო!" კი არ გსაყვედურობ, აქედან გეფერები... ოთხმოცდათხუთმეტი წელი იმყოფინე, - მანდაურ ლაჟვარდებს ნუ გამოეკერები!" არ გავლოთებულთარ, ვერც ვიტყვი უსმელობას, ვიგონებ საქმეებს, ვთამაშობ პოკერს, ვეჩვევი სიკვდილებს და ვეჩვევი უშენობას!" |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |