შენი ოქროს წიწილით და მგლის ლეკვით სად ხარ ახლა, ელენ! მელანდება ოხვრით ფიჭვის ტევრში ქოხი და ყავარზე კოხი, ელენ! მეკუმშება გული: კარგად ვართო, მწერენ, ეგ ხელები მწერენ, ელენ! ჩემს მხნეობას ნატრობ, იოლ სიტყვას "გმადლობ" ერთხელ კიდევ გეტყვი, ელენ! შენი ოქროს წიწილით და მგლის ლეკვით შორს ხარ ახლა, ელენ! მელანდება ოხვრით ფიჭვის ტევრში ქოხი და ყავარზე კოხი, ელენ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |