გამარჯვება და დამარცხება - წყვილად ძმებია, ერთიც მინახავს და მეორეც ხშირად მრგებია. გავმარჯვებულვარ, მაგრამ ბევრჯერ გამჭირვებია, სიმწრის სიცილით დამარცხებულს ჩამცინებია. ვგდებულვარ ზღვისპირ, გამოუცდელს გამკვირვებია, რომ თანაგრძნობით დამარცხებულს თუმცა ეპყრობა, ყრუა დემოსი - გამარჯვებულს უმალ ემხრობა.. ტაშს უკრავს იგი გამარჯვების კვარცხლბეკზე მდგომელს. და დასკვნა ჩვენი თუმც მკაცრია, მართებულია: დამნაშავეა, ვინც დამარცხდა, ბრალდებულია! გინდ თვითონ ერი - დამარცხებულს გროში გაქვს ფასი! რად დაგამარცხეს? რად დამარცხდი? რახან აგრეა, მაშასადამე, რაღაც გიჭირს, რაღაც გაკლია! შენ სუსტი იყავ, დაგამარცხა, სხვა გზა არ ჰქონდა. და ამიტომაც, სასაცილო თუ გსურს არ გახდე, საქმე - უსიტყვოდ! წარბი შეჰკარ! სცადე ამაღლდე. დამუნჯდი ბოღმით, ჩასწვდი, მიხვდი თამაშს ქვეყნისას. გაცაძლიერდი! სამუდამოდ ჩათვლილმა სუსტად ნიჭი ყოველი ისერიგად შეჰკარი მუშტად, ის სუსტი იყოს, ძალი შენი ცად ამთაგორდეს, ის მარცხდებოდეს, ამარცხებდე! სხვა გზა არ გქონდეს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |