კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 18:06

 

 

 

ამ ცხოვრებამ - ბრძნულმან, რთულმან,

ამ ბრძოლებმა - კრულმან, მტრულმან,

ამ შეკითხვამ - გველაძუამ,

იმ პასუხმა - იქედნურმან,

ძმობამ, ყმობამ, მტრობამ, შურმან,

აქეთურმან, იქითურმან -

ხომ არ - გამოგჭამა გული,

ხომ არ - დაიღალე, მურმან?!

- ორად ორი ნაბიჯია

სიკვდილამდე დაღალვიდან...

ღმერთო, დაძინება მინდა,

გაღვიძება აღარ მინდა!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ