კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 18:11

 

 

 

იმნაირი მარტია და

იმნაირი ამინდი -

ძაღლიშვილი ვიყო,

თუ ვიცოდე, რა მინდა!..

პოეზია, მრწამსი,

ძველი თემა - ელენ!

იწერება წამში -

როგორც ახლა წერენ.

ტენდენცია, აქცენტი,

სტრიქონები დამტყდარი...

უსაშველოდ გაგრძელდა

საქართველოს ზამთარი.

ჭერში - კუთხე სველია,

ალბათ, გატყდა კრამიტი,

ძაღლიშვილი ვიყო,

თუ ვიცოდე, რა მინდა!

რეკავს ფოსტალიონი,

ტოვებს, მიდის, წავიდა...

ძაღლიშვილი ვიყო,

თუ ვიცოდე, რა მინდა!

შინ ღუმელი არ მინთია,

გარეთ ჰბერენ ავდრები,

იმნაირი ამინდია,

დღეს უთუოდ დავთვრები...

მინდა სული ნაკუწ-ნაკუწ 

დედამიწას მოვპნიო...

შენ რომ გინდა მეც ის მინდა,

აღრენილო მსოფლიო!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ