ღალატს ისტორია სულ ორგვარს იცნობს, - მომსწრე ვარ ორგვარისვე ურიცხვის: რამდენჯერ უღალატა თვისტომმა თვისტომს ხორცისთვის, და არა სულისთვის?! ქალისთვის! სახელისთვის! ფულისთვის! მაგრამ ესეც ითქვას: რამდენჯერ უღალატა დამპყრობელს დაპყრობილმა სჯულისთვის?! დიაღაც - თვისტომის გულისთვის! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |