კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 16:13

 

 

 

ჩემი და შენი

ერთად ყოფნა გარდუვალია

შენ ხარ,

რადგანაც მე ვარსებობ...

ანდა - პირიქით...

ამ მაღალ ღამეს

ციკლოპივით ერთი თვალი აქვს.

მის შუქზე ბრწყინავს და

სიმივით წივის ბილიკი.

ჩვენ ერთმანეთის გარდუხდელი

ძველი ვალი გვაქვს.

ჩვენ ერთმანეთი

ჯერ ვერაფრით შემოვირიგეთ...

და მაინც:

ჩვენი ერთად ყოფნა

გარდუვალია

მე ვარ,

რადგანაც შენ არსებობ

ანდა - პირიქით...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ