კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:56

 

 

 

როცა აკტეონი, ძეჲ არისტეას,

ლაღად მიდიოდა ტყეში სანადიროდ,

უცებ დაინახა თეთრი არტემიდა,

თავის ნიმფთა შორის იგი ბანაობდა

ძველი პართენონის მსუბუქ ნაკადებში.

შედგა აკტეონი, თვალნი დაებინდნენ

იგი მოჯადოვდა უცხო სანახავით,

მაგრამ ის დასაჯა იმავ ღვთაებამა:

იქცა აკტეონი ირმად მშვენიერად,

ძაღლებს აკტეონი მსხვერპლად შეეწირა,

იგი დაეფლითათ ძაღლებს იმისსავეს.

ვიცან, გალაკტიონ, შენში აკტეონი -

შენ გსჯის ყოველივე, როგორც სიყვარული

შენგნით დაწვრთნილები ყეფენ მოუსვენრად -

ისევ შენთვისავე - ავი ძაღლებია.


პოეზიის გვერდი   • • •   გალაკტიონ ტაბიძე - ლექსები  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ