მტკვარგაღმა დაგრჩა ბავშვობის კერა, დედის ცრემლი და მამის ჭაღარა, აქ სხვა ჭადარმა მოგაპყრო მზერა და სხვა ფოთლები შემოგაყარა. ახლა სხვაგვარი შუქით ნათდება, ცაზე თვალდათვალ იზრდება მთვარე, ყრმობის სიზმრებში მიემართება. როგორც იელვა მამის ჭაღარამ, გაღმა ანთია ცრემლი კვარივით და ცრემლის შუქი ვინ მოგახალა? დედის ნაღველმა როგორც იელვა, როცა მიჰგვარე უცნობი ქალი, ვით სიყრმის ცოდვა და პატიება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |