ჩვენ შეგვიფარა ძველმა ტაძარმა - გზადაბნეული ორი ღამურა თითქოს არის და თითქოს არც არის ნაღველი, გულში რომ მიმალულა. და რიდით ვსინჯავ ტაძრის იარებს, ნიშნავს და მგონი არაფერს ნიშნავს ის გზა, რომელიც დღეს გავიარე. ვით ძველი დროშა ქარმა დახია, ჩვენს შორის მაინც ვეძებე დიდხანს ის, რაც არასდროს არ დაგვკარგვია. და ნაპერწკლებით აავსო ღამე... მოდი, ვიტიროთ ანდა ვიცინოთ, ისე... უბრალოდ არაფრის გამო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |