ისევ გავიდა გლეხიკაცი ყორნისფერ ხნულში და ფეხშიშველი შეუერთდა ძახილს მიწისას, მერე კი კალთა ამოივსო სიმინდის მარცვლით და მშიერ მიწას საკენკივით გადაუყარა... მოშუადღევდა, აყვავებულ ვაშლის ქვეშ დაჯდა და მოიყუდა ღვინობისთვე სველი ხელადით... მერე ბინდამდე დადიოდა ყორნისფერ ხნულში საგაზაფხულო თესვის სიმღერა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ავთანდილ გაფრინდაშვილის პოეზია |