კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:45

 

 

 

არარაობა ყველაფერი მგონია ოდეს

(კიდევ კარგი რომ იშვიათად ეს ხდება ხოლმე)

და აღარ ვიცი

რით დავღონდე,

რა მიხაროდეს,

ანდა იმედი

რისი მქონდეს,

რისი არ მქონდეს! -

იმდროს,

იმჟამად -

ერთადერთი შენ ხარ მარტოდენ -

ძალუძს რომელსაც

ჩემზე სევდა არ გაბატონდეს.

შენ რომ არ იყო! -

მე წარმოდგენა,

წარმოდგენაც კი

არ ძალმიძს ამის! -

წინაშე შენსა -

მზევდება ენა!

წინაშე შენსა -

დღევდება ღამე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ