კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:15

 

 

 

ბედო ტიალავ, აბა რად,

რად შემომიჩნდი ჭირადა?

არ გამალაღე არ იქნა,

ცრემლი მარგუნე წილადა.

რა ხანი გემუდარები,

არც თუ ჩამაგდე ჩირადა,

ჭაბუკი წელში მომღუნე,

გადამაქციე მწირადა.

მითხარ: რა მოგცე - მომშორდე,

თავს რათ მადგეხარ გზირადა?!

ჰაუ, ტიალავ, სოფელო,

ერთხელ მამღერე ტკბილადა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - იროდიონ ევდოშვილი  • • •   იროდიონ ევდოშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ