თვით ჩემი მუზაც ვეღარ იცლის, რომ სთქვას სხვა რამე, არა გშორდება, არ გცილდება არც დღე, არც ღამე. წავა საითმე და თან მიაქვს იგივე ფიქრი, ღელავს - შენც მასთან ასდევ ტალღებს, შენც მასთან მიჰქრი! ან მწუხრის სიმი იმის გულში სევდად გაისმა; ან მხიარულობს, წინწკლებს ისვრის ჭიქა ქარვისა, მის წინ ირხევა ტკბილ დუდუკზე ტანი ალვისა; ოხ, არ გეგონოს ჩანგი ამ წუთს უმღერდეს იმათ, არა, ისა თრთის, ის შენთვის თრთის მაინც იმ ჟამად; არ დავინანებ, არ დავინდობ ჩანგს გადავტეხავ; და ავუკრძალავ თავხედ მუზას შენს გზას, შენს სახელს. თუ წამოსცდება მყის ტუჩებზე დავაფარებ ხელს! სულს გრძნობას ლტოლვას, აღტყინებას, ფიქრსა და წადილს?! მითხარ, ვის უნდა, ვის რათ უნდა დაჭრილი გული, ვინ მოუკრიფოს მკერდის ბუჩქზე მას თაიგული! მე გმინვაღა ვარ - მშველის გმინვა განგმირულისა: მე ვარ ორბის ფრთა მოტეხილი, მოდუნებული, მე ვარ ვარდის ძირს მიგდებული მკვდარი ბულბული: ამიტომ ჩანგსაც, რომ გიმღეროს - არ ვაძლევ ნებას! და მხოლოდ ერთხელ... ეს იქნება უკანასკნელი სულს ამოჰყვება სიკვდილის წუთს შენი სახელი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იროდიონ ევდოშვილის პოეზია |