მეგობრებო, წინ... წინ გასწით, ნუ შედრკება თქვენი გული, დე, მკერდს სისხლის დაღი აჩნდეს და შუბლს ოფლის ნაკადული! ჩარხუკუღმართ ამ ჩვენ დროსა, ჭირის ოფლში გავატაროთ სიმართლის და ძმობის დროშა! კერპის წინა ხარონ ქედი, ფუ, იმ ვაჟკაცს, ვინც ინატროს მათი სვე და მათი ბედი! საქვემძრომოთ მკლავი, ენა, სხვა აკვნესონ და ამ კვნესით თვით იპოვონ შვება-ლხენა.. წარმოუძღვნის, დასდებს მსჯავრსა, შეაჩვენებს იმათ საფლავს სამარცხვინოს, საზიზღარსა! ამნაირი სვე და ბედი, ბრძოლა იყოს ჩვენი ლხინი, სატრფიალოთ - გულს იმედი! ჩარხუკუღმართ ამ ჩვენ დროსა, და ჩვენ რაზმს წინ წავუმძღვაროთ სიმართლის და ძმობის დროშა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იროდიონ ევდოშვილის პოეზია |