მაგ თვალებს მზის დარო რარიგად აკვესებ, ვერ მოვრჩი ფიქრსა და შენს გზაზე ხეტიალს, ვით გითხრა რა მტკივა, რა დარდი მაკვესებს, ჩემს სათქმელს ისევ ეს ლექსები გეტყვიან. ამ დილით ეს გული ეჭვებით ალესა, ნაზ მხრებზე ჩამოღვრილ მაგ თმათა ჩანჩქერებს ფრთები რომ შეახო და მოეალერსა. ლიცლიცით მოგყვა და გზად აღარ მოგცილდა, ჩემი საყვედური მნათობსაც შევკადრე, ძოწისფერ ბაგეზე ურცხვად რომ გკოცნიდა. ვერც ლექსით ვერ გითხარ დარდი და ვარამი, ოჰ, შენთან სიცოცხლე წამების დარია, უშენოდ სამარის სიბნელე-წკვარამი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ წიკლაურის პოეზია |