არა მარტო მძლავრ პოემას ვეფხისას, ტატოს მერანს, წერეთლისას ჩანგურს, მე ქედს ვუხრი წიგნს გლეხის და მეხრისას - უძვირფასეს პოეზიას ხალხურს! გენიოსი მწყემსი, ათასწლების ტევრში მოსდევს მთა-ბარს, პეპლის ჯარი მწყემსს ამგვარად ესმის - საყვარლისას ჭრელს აგონებს კაბას! ვარსკვლავები ცთომილი! რა ფერები! რა ბრდღვიალი ხოხბის! რა ლექსები იგავმიუწვდომელი! რა ბალადა ვეფხისა და მოყმის! ხომ რუსთველის დონეა! წინ, პოეტო, წინ, ხალხური ლექსისკენ! რა საჭურჭლე, რა სიმდიდრე გვქონია ტყაპუჭიან, ხელკომბლიან მწყემსისგან! ჩეჩქად ოქრო-ვერცხლის! მე შევხარი ჭრელ საჭურჭლეს ზღაპრულს, საოცრებას ქვეყნად მერვე-მეცხრეს - სწორუპოვარ პოეზიას ხალხურს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |