თუშები მიყვარან - ტანად დიდები! სიტყვაძვირები და გულით მდიდრები! საქართველოს მთებში - მონაპირენი! საქართველოს მთებში - მონადირენი! ვაჩაძეები, ვაშაძეები, ცისკარიშვილები - ლაშქარს დევები! გაფრინდაულები - მჭრელი სატევრებით, თვითონ ცოტანი, მაგრამ ცხვარბევრები! აფთარაულები, უშარაულები - მთას რომ მერცხლის ბუდედ უჩანთ აულები! ჩაღმა თუშები და თუშები წოვანი - საქართველოს გზებზე მარად მგზოვარნი! თუშები მიყვარან სულში და გულში - ღმერთი! რჯული! არა ვარ თუში! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |