ისევ სოფელი, ჩალა, ყავარი, შეყვარებული გულით ნახული, აქ არის ჩემი ნაბინავარი - ეხლა მდუმარე, მობალახური. დედი, ჩემი ხმა კიდევ გახარებს... შევცქერი ვაზებს ოქროს-თმებიანს, ჩემსკენ რომ მორცხვად თავი დახარეს. სულს მოგონება დღესაც ანაზებს... სად იყო სევდა სიმღერის ხმაში, ყველა მიყვარდა ამ ქვეყანაზე. ეხლა ლექსებში სულ სხვა გულია დედი, ხომ ატყობ სახეს დასერილს - ტყეზე ქარიშხალს გადაუვლია.
აბა ვინა მყავს, რომ მომეგებოს, - ისე დავტოვე ჩემი მამული მარტო მოხუცი დედა მეგება ფეხქვეშ, ცრემლებით თვალმონამული. თავი მოუკვდეს ბარემ დედაშენს! ბიჭო, შენობას მე ვინ გამიწევს, ან ვინ აუხდის მოყვრებს ზედაშეს. მუდამ იმედის ცეცხლით მთესავი, და გული ისევ იწევს ხმაურით, ფიქრი იშლება შუადღესავით.
ვინ მოვიკითხო? ყველა წავიდა ჩემი ტოლები სადღა არიან! ზოგი დათარსა ბედმა თავიდან, ზოგი ცხოვრების ქარმა არია. როცა ვანთებდით ჭია-კოკონებს! წამოიზარდა მერე თაობა, და ვაშლს ვესროდით ლამაზ გოგონებს. სოფელი ეხლა სულ სხვანაირი: აღარც მაყრები, დოღი, ჭენება და აღარც სუფრის სიტყვა-შაირი. ცაში ელავენ საცეცხლურები, ეზოში გაბმით ღმუის მურია და მიჭრიალებს სადღაც ურემი...
ჟამმა წაიღო შენი დროება, შენი მკითხავი, მნათე, საყდარი ძველი სიმშვიდე და მყუდროება, დედი, ამ ქვეყნად აღარსად არი. და მოვლენ კიდევ სულ სხვა ქარები... მთებში დაცემულ სულ სხვა ქარები... მთებში დაცემულ ღამეს მთვარიანს გააღვიძებენ რკინის ხარები. მივხედო ვენახს, კალოს, ნალიას... დედი, მე გულში ნაღველს ჩავიდებ, მაგრამ აქ ყოფნა აღარ მცალიან... ყველღან დოღია, ყველგან მარულა ვხედავ სოფელშიც გულის თრთოლაა და ცეცხლი აქაც შემოპარულა. არც ხიფათია და არც შიშია... რაზიკაულო! ქროლა გიჟური ჩემში რომ ღელავს - შენი ჯიშია... ღამე რომ ავლებს ვერცხლის ყაითანს, მივალ, თუმც ვიცი ჩემს გადარევას, გრიგალი სადმე თან გადაიტანს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |