კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 23:00

 

 

 

წერით, მღერით დავიღალე,

მარტო შენთვის მომიცლია,

შენთვის კალამი გავცვითე

და მელანი დამიცლია.

რაც რომ შენთვის ვიგალობე

ენის ტყავი ამიცლია,

შენი გული ქვა ყოფილა,

ჩემს გზაზე ვერ შემიცვლია.

ჩემი შრომა ტყვილად მიდის

უქმი საქმე მითავია

წყალში ვდგევარ და წყალსა ვსცრი

ხელთ საცერი მიკავია.

გაიხარე ჩემი ტანჯვით

რაც რომ საქმე მიყავია

ღამურად გადამაქციე

თუმც არწივი ვიყავია.

მაგრამ ჩემი ბრალი არის

რისთვის მყევხარ გულში მდგმურად

ესოს მცნებით რომ მივსულვარ

მაჰმადის კარს სამსახურად.

მარილის ქვით ბანს ვაკეთებ

ჩემი სახლის დასახურად,

რათ მინდოდა რომ დავდექი

მშრალს ქვიშაზე მებადურად.

ეთიმ გურჯო დაუკვირდი

გრჩევნია მოდი ჭკვაზე

აგიტანია ბუმბული

გასაშრობად ქარიან მთაზე.

შრომა ტყვილად დაგეკარგვის

რათა სწერამ ყინვის ქვაზე

რომელ ვარდსაც შენა ჰგალობ

იგი გყიდის მუდამ სხვაზე.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ