კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 22:59

 

 

 

სიყვარულის მგოსანი ვარ,

ვალამაზებ დედაენას,

სიმღერების გამჩენი ვარ,

მოახმარონ ყველამ ლხენას.

ერთა შუა მავალი ვარ,

ყველას ვუწყობ ვარდის ფენას,

მარტო მისი ორგული ვარ,

ვინც სიყვარულს უწყებს კბენას.

ცხრამეტ საუკუნეს გავჩნდი

მეოცეში სტუმრად დავალ

ქართულ ენას სულ გავლექსავ,

სანამ სამარეში ჩავალ.

ბევრი ხალხი მომიგონებს,

როცა ამ სოფლიდან გავალ,

მე სიყვარულს თან წავიღებ,

უიმისოდ მე არ წავალ.

მე ლექსი არ დამკლებია,

სულ მზად ვიყავ, ვინც რა მთხოვა,

ცოცხალს ფასი ჯერ არა მაქვს,

მოვკვდე, არვინ მიწყოთ გლოვა.

იეთიმ-გურჯი შემოგწყრებათ,

თუ წავიდა, აღარ მოვა,

რუსთაველის შვილობილი

და მეორე საიათნოვა“.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ