კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:38

 

 

 

ერთხელ პატარას, რომელსაც

სახლში გაზრდილი ჯაფარა

ჰყავდა და ძლიერ უყვარდა,

ბაბუამ შაშვიც მოჰგვარა.

ბავშვმა სთქვა: "აბა რად მინდა

ულამაზო და შავიო?

არ ჰგავს ჯაფარას!.. ამისთვის

ღირს, შევიწუხო თავიო?"

მაგრამ დაიწყო თუ არა

შაშვმა ტკბილის ხმით გალობა,

ბავშვი განცვიფრდა, იამა,

უთხრა ბაბუას მადლობა

და მერე თვისი ჯაფარა

აღარც-კი მოჰგონებია;

მოჰხიბლა შაშვის გალობამ

და მას არ მოჰშორებია.

ჯაფარა ძლიერ გაჯავრდა:

"როგორ ამაღეს ხელიო;

თუ მინდა, მე ვერ ვიქნები

მისთანა მგალობელიო?"

და, მართლაც, ერთხელ, როდესაც

შაშვი უსტვენდა, გალობდა

და ყველას, დიდს და პატარას,

საამო ხმებით ატკბობდა,

ჩხიკვმაც დაიწყო ხმამაღლა

წივილ-ჭყივილი, ჩხავილი...

"ჩუ, ჩუ, გაჩუმდი!" შეიქნა

ყოველის მხრიდან ძახილი,

მაგრამ ის მაინც არ დასცხრა...

"რა ჯიუტია, ავიო;

სჯობს, წაიყვანოთ აქედან,

თორემ დაფრთხება შაშვიო!"

სთქვა ბაბუამ და პატრონმაც

მოძულებული ჯაფარა

წაიყვანა და გადიას

სამოახლოში მიჰგვარა... 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ