ერთხელ ღრუბელთ გადასწყვიტეს, დააბნელონ ბადრი მთვარე (სჩანს, შეშურდათ მის სიტურფე სინაზე და სინარნარე!); შეიკუმშნენ, მთლად გაშავდნენ და, მიმავალს თავისს გზაზე, ღამის მნათობს მედგრად დახვდნენ; სწრაფ გასცურა ის ადგილი და დასტოვა ღრუბელთ გროვა, პირში ჩალაგამოვლილი; მან ნათელი კვლავ მოჰფინა, ღამის მეხრის და მგზავრის გულს სიხარული აგრძნობინა; მძლავრმა ქარმა დაუბერა, ცხრა მთას იქით გადაჰფანტა, ერთ წამსაც არ გააჩერა!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • დუტუ მეგრელის პოეზია |