კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:32

 

 

 

საჭე გამიტყდა, ნიჩაბი

ხელიდან გამომეცალა;

ვხედავ, თანდათან ვსუსტდები

და მეკარგება მე ძალა;

პატარა კიდევ და, ვაი,

ვეღარც-კი შევძლებ ბრძოლასა

და ჩემი ნავი დაიწყებს

უგზო-უკვალოდ ქროლასა!..

ხან ცას შევყურებ ვედრებით,

ხან ადამიანთ ვეძახი;

მაგრამ ყრუ არის ზევით ცა

და უგულოა ქვეშ ხალხი;

ჩემთვის არავის სცალია,

თავის საქმე აქვს ყველასა!

სხვას ვის უშველეს, აბა, მათ,

რომ მე ველოდე შველასა?..

სულ დავუძლურდი, თავს ძლივს-ღა

ვიმაგრებ, ღონემიხდილი;

ვგრძნობ დიდხანს ვეღარ გავატან,

მიახლოვდება სიკვდილი!

ოჰ, ნუთუ ასე უდროოდ

უნდა მომეღოს აქ ბოლო

და მკვდარსაც ვეღარ ჩამიკრავს

გულში ძვირფასი სამშობლო?..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ