კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:10

 

 

 

ერთხელ ბაყაყი ტბის პირად

იჯდა და მზეზე თბებოდა; 

უეცრად ირემს შეჰხედა, 

რომელიც მისკენ მორბოდა,

და ჰკითხა: "რა ამბავია, 

ძმობილო, სად იყავიო?.."

- "მონადირენი მომდევენ, 

მსურს დავაღწიო თავიო",

უთხრა ირემმა და ტყისკენ

გაჰქანდა გამალებული; 

ბაყაყიც მაშინვე ტბაში

გადეშვა, შეშინებული,

და მორთო მაღლა ყიყინი: 

"ვაი ნადირთა ბრალიო, 

ერთს წუთსაც არ გვასვენებენ; 

სად არის სამართალიო?"

- "ხა, ხა, ხა, ხა, ხა!.. ნუთუ შენც

ნადირად მოგაქვს თავიო? 

შენგან აბა ვის რა უნდა: 

ხორცი, ქონი, თუ ტყავიო?"

დასძახა ხიდან კაჭკაჭმა: 

"გაჩუმდი, რა გაყვირებსო? 

ბაყაყს ვინ გამოგიდგება? 

ირემს მოსდევენ, ირემსო!.."

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ