ბედნიერი ვარ - როგორც არასდროს, თვითონ არ ვიცი, რა მიხარია. არ მინდა გული ცეცხლმა დაღადროს, თუ ცეცხლი ლექსად მე მაფარია. დიდ მოურავის მუზარადებით. ცას მოგრეხია თავის ნამგალი, მთვარე სავსეა გულის ზადებით. ვეღარ ვაშორებ ოცნებას ოჩანს. ვიცი მარტყია ხმალი ფრანგული, მაგრამ თათარი კი არსად მოჩანს. - „თამარს ვინ იტყვის მართლა რა იყო“?.. ჩემი ცხოვრება ისეც წამია და სხვა თამარმა შვაზე გამიყო. თამარს ვინ იტყვის - მართლა რა არი!.. თავზე დამნათის მე ძველი ქართლი, მოდი-ნახის კი ვარ პატიმარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |