გაელავს, დაჰკრავს მეხი მეხს მწვერვალს, მთა ტიტველია, არ აქვს საფარი, თვითონ მეხია და თვითონ ელავს, როგორც შამილის თეთრი ფაფარი. ამ უკვდავებას ქედს არ უხრიდე. თუ გაწყდა ძარღვი სიმამაცისა, მე ცოცხალი ვარ ერთი მჲურიდი. და არ იკარებს გული სალავათს, ხევსურის ჯაჭვის ნაგლეჯი რგოლი - ერთი ვაცხადებ მარტო ჰაზავატს. ყველა სახსარი მაქვს დალეწილი, მაგრამ ვაჟკაცმა მხოლოდ გაბედე და მეც ვაჟკაცის დამიდე წილი. და კალმად კიდე მინა რხეული, თუ ამ სიბრაზით გული გაგითბა, თუ ამ ჟრუანტელს იგრძნობს სხეული. კლდე კლდეს ასკდება, ზვავს ღუპავს ზვავი. ცა მოწყალებით თავზე დამცქერის, არ მემეტება მოვიკლა თავი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |