ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი, ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს, დამშრალი თერგი ერთი წვეთია, მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს. და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა, და დარიალით გადარეული თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს. კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს, ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს. და ისიც ვიცი ჩემზე ახია, ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი, ან თავის მოკვლა რა ტრაბახია. ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი, ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი. საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა, ვარ ავსებული შენით გულამდე და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა. მინდა გავიხსნა გული ალალი, მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე, შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |