კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:27

 

 

 

ნუ გაიკვირვებ, როცა გეტყვიან,

რომ ჩუმად არის ახლა ტიციან, -

პოეტი დღეს სხვა ოცნების ტყვეა,

ამის შესახებ მათ არ იციან.

რა საჭიროა აქ პირფერობა,

მართლა მხიბლავდა მე ერთ დროს „დადა“,

მტანჯავი იყო ეს გაორება,

მონანიება კი არის სადა.

ეშაფოტივით იდგა ქალდეა,

ეს ცა აქამდე თავზე დამტირის,

გული ყოველთვის პიტალო კლდეა? -

და გავხდი ერთხელ მეც დეზერტირი.

მაგრამ მომადგა გრიგალის სვეტი,

ახალ ბრძოლაში თავით დავეშვი,

სიტყვა არ არის ცეცხლის დამწრეტი,

ისე, როგორც ზღვას, ვერ დაცლის პეშვი.

დაფასთან ვდგავარ და ვშლი ძველ ლექსებს,

ცარცით კი არა, - სისხლით რომ ვწერდი.

საბჭოთა მიწავ! გიკოცნი ფესვებს,

ახალ ცხოვრების ვარ ალავერდი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ