ბინდდება. შორს ვარ მე ახლა, შენს აულს დავცქერ ჭოგრითა. ოჰო, - სტუმარი გეახლათ, - ნეტავ რა ჩიტი მოფრინდა?.. გამოეგებე ცქრიალით. ვინ არის? იქნებ ვაჟია!.. ვეღარ ჭრის ჭოგრი ტიალი... თქვენთან გაითევს, მოულხენთ, როგორც მეგობარს, სანთლად მაგ მზერას აინთებს, ვახშმად ეგ ღიმიც ეყოფა... ცხვარი დავანდა... მოსთქვამს ჩანჩქერის ჩქრიალი... თითქოს ბალახზე დავარდა, - ფართხალებს გული ტიალი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია |