გათენდი და მორჩი, ბარემ, სადღაც გორზე მგელი ღმუის... მოდის მთვარე - მომთაბარე ღრუბლის ნიღბით შენიღბული... სუსტად ოხრავს შავი ღამე, ბუ ქვითინებს ჟამით-ჟამად... მშია… ყვეფით დავიღალე… ნეტავ მთვარე შემეჭამა!.. კრთია ნამის კრისტალები, ჩრდილნი მზერას მიმძიმებენ; ვარსკვლავები - მგლის თვალები მიბნედილად ციმციმებენ... მარშიყეთი იცლის ბურანს, თან სისხლიან თათს ილოკავს; სერზე გარბის ნისლის ქულა, როგორც ჩემი თეთრი ლეკვი... გათენდი და მორჩი, ბარემ, სადღაც გორზე მგელი ღმუის; მიდის მთვარე მომთაბარე ღრუბლის ნიღბით შენიღბული... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია |