დაღლილ თვალებში ჩამდგარი ცრემლი არის მწვერვალი დიდი ტკივილის, გზაჯვარედინზე მოთმენით მელის გულის მგესლავი გველის წივილი. ვრისხავ ცხოვრების არარაობას, დაჭრილი ვეფხვის ნაბიჯით ვლახავ საასპარეზოს - ქცეულს ჭაობად. უნასთა ქოროს ძაღლივით ვუღრენ და ვკრეფ ნამცეცებს გატეხილ უღლის და წამლად ვაყრი სხვათა მთელ უღლებს. დედაბოძივით მიდგანან გვერდით... ვიღაც ცრემლიან სიმღერას მღერის, ქვითინებს მიწის გახსნილი მკერდი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი გიგაურის პოეზია |