თენგიზ არჩვაძეს
სიბერეს რიდი არ აქვს არაფრის, თუმცა, ქარაფს რომ აეტოტება, ვეფხვს ქედუხრელად ხვდება ქარაფი. ვერ შეძლო, თუკი ვინმეს ენება, შენ სიყვარულის იქეც მორევად გარდასულ დღეთა გასახსენებლად. ბრწყინავს ტაძარი სულის არჩივი, შენ არწივებთან გქონდა საერთო, ამიტომ შეგრჩა ფრთები არწივის... ნამეხარ მუხას ვერ მოერევა, წლები დალაგდნენ ოქროს ზოდებად და სიყვარულის იქცნენ მორევად. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი გიგაურის პოეზია |