ერთი დრო იყო, გჯეროდა ჩემი, ძალა ძმობისა გწამდა ძალიან, დღეს ტევრს მიყვები ამაყი მზერით, მეგობრისათვის აღარ გცალია. ბობოქრობ რატომ, ვისგან რას ითხოვ, კარგად არც იცი, ულამაზესი პირიმზის პატრონს შემოგეჩვია სენი ნარცისის! და განდიდების ცეცხლი იწამე, გადაგავიწყდა, ჩემო მახარე, რომ თავნებობას მოსდევს სიმწარე. წყაროს წყალს მე ვერ ვზიდავ საცერით, მარად ჩამესმის, ბრძენზე ფიქრებით, - ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი... საყანე ველზე ვკაფავ ნარ-ეკალს, ვჭვრეტ სამრეკლოზე სიმართლის არწივს და ველოდები როდის დარეკავს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი გიგაურის პოეზია |