მაღლა ფოთლებში ელვარებს ვაშლი სისხლივით წითელი, მას აქეთ-იქით აქანებს სიო საამო და ნელი. მაღლა ვაშლს ცელქი შაქარა, ოჰ, ნეტავ ერთი მოსწყდესო, ამბობს თვის გულში პატარა. ხე შეარხია გრიალით, ყუნწში მოსწყვიტა ნაყოფი, ძირს მოდის ბზრიალ-ტრიალით. ქარს მადლი უძღვნა გულითა და სახლისაკენ მოჰკურცხლა აღვსილმა სიხარულითა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |