მე ხასიათით ვგავარ არლეკინს, სახით პიეროს და ვთხოვ ცხოვრებას, მართლაც გარეკილს - გამაძლიეროს. ნუ გადამიხდის სამაგიეროს, ზოგჯერ რითმები თუ მაქვს უხეში, კაცს ემღერება - უნდა იმღეროს, სხვა რაღა არის აბა ნუგეში. სახით - პედაგოგს. ბავშვობიდანვე ლექსით მომწამლეს - ღმერთმა შემარგოს!.. გადაუხდელი ვალი მემართოს, არ დამტოვებენ ვიცი, მუზები, ქება-დიდება მე ვერ შემათრობს - მაინც არასდროს წავიკუზები. სახით - ვამპირებს, მე ავუსრულებ მთელს იბერიას, ჩემს დანაპირებს. მივესალმები ბერძენ სატირებს, ვგრძნობ, ჩემში ცოცხლობს იმათი გენი, სხვისი სიცილი ხშირად მატირებს, ხშირად მატირებს ცრემლები თქვენი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |