გარდაცვალების ვნახე სიზმარი ძილში პირჯვარი გადავისახე, ვნახე მგოსანი, უცებ ვიცანი მისი აჩრდილი რომ დავინახე. სამოთხის ვნახე მე ალიონი და საოცარი გამონათება (მე დავინახე გალაკტიონი). მეგებებოდა მგოსნის აჩრდილი და ჩემი სულის პატივსაცემად, მე სუფრა დამხვდა ცაში გაშლილი. თამადად - დავით ბაგრატიონი... მლოცავდნენ კაცნი, მანდილოსანნი, ყანწით მლოცავდა გალაკტიონი. და რეალობის განცდა გამიქრა, ვნახე რაც ცხადად ვერასდროს ვნახე, თითქოს დიდი ხნის ნატვრა ამიხდა. და თვალებს მჭრიდა მე ლამპიონი, მე თავი ფარდის ჩრდილს შევაფარე ფარდის წინ იდგა გალაკტიონი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოტე კაკიტაძის პოეზია |