მზემ ბოლო სხვიც მიაქრო კედელს, წკვარამში ჩარჩა ჭიშკრის კარები, აღარ ჩანს ვინმე, ამბის მომტანი, მიკითხვ-მოკითხვის დანაბარები. დროს ახლა სულაც არა აქვს ფასი. ბუხარი მბჟუტავ იმედს მოაგავს, ბუხარში ელავს ყოფნობის არსი. ღამე წინადღის ზღაპარს გიყვება და გაპატიებს, თუ ამოოხვრას უხმო ქვითინიც გადაგიყვება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოტე კაკიტაძის პოეზია |