ახლა ვკითხულობ უკვე დაჭმუჭნულ, უკვე ფერწასულ ტკივილის დავთრებს. და მკლავს სურვილი, ვნება გიჟური, ამ ტკივილებით უგონოდ დავთვრე. თუ სიმთვრალეში ვიპოვე შვება, თუ ტკივილია სიცოცხლის მშვენი და თუ მომაკლდა დარდთა საგზალი, შემომაშველე ტკივილი შენი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოტე კაკიტაძის პოეზია |